ჩავუშუღლუსგან ულტიმატუმი ევროკავშირს

“რეადმისიის შეთანხმებას შევაჩერებთ“

603102
ჩავუშუღლუსგან ულტიმატუმი ევროკავშირს

შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა ამ ქვეყნის პოპულარულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ს და თქვა, რომ თუ ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლომდის თურქი მოქალაქეებისათვის არ მოხსნის სავიზო რეჟიმს, მაშინ, მასთან ხელმოწერილ არალეგალ მიგრანტთა რეადმისიის შეთანხმებას შეაჩერებენ და აღარ მიიღებენ არალეგალ მიგრანტებს.

თურქი დიპლომატის განცხადებითვე ანკარა ერთგულად ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და იგივეს მოითხოვს ბრიუსელისგანაც.

ორ მხარეს შორის გასულ წელს ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმება მიმდინარე წლის აპრილიდან შევიდა ძალაში და მის საპასუხოდ ევროკავშირს თურქი მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი უნდა მოეხსნა



მსგავსი ინფორმაციები