ანჯელინა ჯოლი იორდანია
გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ, იორდანიის აღმოსავლეთით, ელ-ეზრაკის სირიელი ლტოლვილების ბანაკის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა
გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ, იორდანიის აღმოსავლეთით, ელ-ეზრაკის სირიელი ლტოლვილების ბანაკის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ბანაკში არ არსებობს ისეთი ვინმე, რომ არ გააჩნდეს პრობლემა. არიან ბავშვები, რომლებმაც ამ უნაყოფო მიწების გარდა არ იციან რა არის ცხოვრება. ეს ყველაფერი გულსატკენია. აღნიშნა, რომ სირიის კრიზისის დაწყებიდან ოთხჯერ მოინახულა იორდანია. იორდანია-სირიის საზღვრზე მცხოვრები სირიელების პრობლემის გადაწყვეტა არ ევალება მხოლოდ იორდანიას. მსოფლიომ რამდენიმე თვის წინ დაინახა, მაგრამ ვერ მიიღო გადაწყვეტისთვის რაიმე ზომა.
მან სირიის კრიზისის გადაწყვეტისთვის მოწოდებით მიმართა მსოფლიო ლიდერებს. იორდანელ ხალხს მადლობა გადაუხადა სირიელებისთვის გამოჩენილი დახმარებისთვის. მოისმინა ბანაკში მცხოვრები სირიელების პრობლემები, მიიღო გაეროს უფლებამოსილების სამუშაოების შესახებ ინფორმაციები.
ამერიკელმა მსახიობმა ახლო დაინტერესება გამოიჩინა სირიელი ლტოლვილი ბავშვებით.
ცნობილია, რომ სირიასთან 375 კმ საზღვრის მქონე იორდანია, თავშესაფრობას უწევს დაახლოებით მილიონ 390 ათას სირიელ ლტოლვილს.
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება