ჩავუშოღლუმ ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში სტატია გამოაქვეყნა

ჩავუშოღლუმ ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში 15 ივლისის ამბოხის მცდელობისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

548459
ჩავუშოღლუმ ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში სტატია გამოაქვეყნა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში 15 ივლისის ამბოხის მცდელობისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

ჩავუშოღლუს განცხადებით 15 ივლისის ღამე თურქეთის დემოკრატიისათვის საშინელ კოშმარად გადაიქცეოდა, სამხედროებს შორის შეპარულმა FETÖ-ს მოღალატეებმა იმ ღამეს პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის, კონსტიტუციური წყობის და დემოკრატიული გზებით არჩეული მთავრობის ჩამოსაგდებად სისხლიანი ქმედებები ჩაიდინეს.

თურქეთის სახელმწიფოს სიმტკიცით და ხალხთან ერთად ერთობით გადატრიალების მცდელობა აღკვეთილი იქნა და ზომები პოლიტიკური რევანშით კი არა პირიქით კონსტიტუციის, დებულებებისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად გატარდა.

„ეს გადაწყვეტილება, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში სწრაფად და ეფექტურად მოქმედების და უმოკლეს დროში ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნებას ემსახურება. FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებით დასრულებასა და უმოკლე დროში საგანგებო ვითარების გაუქმებას ვგეგმავთ.“

მინისტრმა ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა გადატრიალების მცდელობის საკითხზე თურქეთს საკმარისი მხარდაჭერა არ გაუწიეს და დაამატა: „თურქებსა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ თურქეთის მეგობრებს, თურქეთში დემოკრატიის მხარდასაჭერად გამართული მსვლელობების დროს სხავადასხვა მიზეზებით სირთულეები შეუქმნეს. ამ პროცესში საზღვარგარეთელი მეგობრებისგან სოლიდარობასა და გაგებას ველით. ამის გამო ისევე როგორც ყოველთვის კონსტრუქციული დიალოგისათვის ყველა არხი ღია გვაქვს.“  


საკვანძო სიტყვები: #ჩავუშოღლუ , #სტატია , #ჟურნალი

მსგავსი ინფორმაციები