ყველა ქალაქში დემოკრატიის სადარაჯოზე დგანან

ხალხი მოედნებს არ სტოვებს

535611
ყველა ქალაქში დემოკრატიის სადარაჯოზე დგანან

FETÖ-ს ტერ-ორგანიზაციის მხრიდან 13 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მოწოდებით, პირველივე დღიდან მოედნებზე გამოსული მოქალაქეები, თურქეთის 81 ოლქშივე განაგრძობენ დემოკრატიის დაცვის მორიგეობას, დაწყებული ედირნედან, დამთავრებული ჰაქქარით.

ანკარაში, ეს დემოკრატიიული მორიგეობა ღამის საათებში კვლავ გრძელდება, რადგან, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ათასობით ადამიანი ხელში თურქული დროშებით, კიზილაის მოედანზე გამოდიან და გმობერ რა პუტჩს, ქვეყნის ხელისუფლების გვერდზე დადგომას სთხოვენ ყველას

დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი მოქალაქეები მორიგეობას განაგრძობენ  ასევე სტამბოლის რამდენიმე მოედანზე და ყველაზე მეტი ხალხი თაქსიმის მოედანზე იკრიბება. წუხელ ასეთივე მორიგეობის მიტინგები შესდგა ქოჯაელიში, ბურსაში, ედირნეში, ჩანაქკალეში, იალოვაში და ა.შ.

მოკლედ ყველგან გმობენ მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და მხარს უჭერენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და დემოკრატიულ ღირებულებებს



მსგავსი ინფორმაციები