ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა TRT-ს

“გულენი აუცილებლად თურქეთში უნდა გასამართლდეს“

535099
ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა TRT-ს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ TRT -სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკასთან აგრძელებენ მოლაპარაკებებს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორის და მოთავის, აშშ-ს პენსილვანიის შტატში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეტულაჰ გულენის და მისი ორგანიზაციის წევრების თურქეთისათვის ექსტრადაციის საკითხებში.

მისივე თქმით მათ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილეს ამერიკის თხოვნა და ფეტულაჰის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების მტკიცებულებები გაუგზავნეს რა, ახლა იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონი ვეღარ შექმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს და დააკმაყოფილებს ანკარის თხოვნას ფეტულაჰ გულენის თურქეთისათვის გადაცემის თაობაზე.

“ჩვენ არ დავუშვებთ გულენის სხვა ქვეყანაში გაქცევას, იგი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თურქეთში და აქ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, აქ უნდა დაისაჯოს იგი მკაცრად, რადგან მას სამშობლოს ღალატში და პუტჩის ორგანიზებაში ედება ბრალი“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

იგი შეეხო საბერძნეთში გაქცეული პუტჩისტების დაბრუნების საკითხსაც და თქვა, რომ ათენთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ პუტჩისტების ექსტრადაციის საკითხზე. “საბერძნეთში გაქცეულმა რვა პუტჩისტმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საბერძნეთისგან, მაგრამ, პოლიტიკური თავშესაფარი მათ არ შეეხებათ. ახლა ათენთანაც ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რათა ჩვენ გადმოგვცენ გაქცეულები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ახლახან მიღებული ცნობით იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ დღეს ვაშინგტონს დამატებითი მტკიცებულებები გაუგზავნეს და თუ საჭირო გახდება, თვით შეიძლება წავიდეს მოლაპარაკებებისათვის ამერიკაში

 



მსგავსი ინფორმაციები