ნიცეს ტერაქტს მთელი მსოფლიო გმობს

პირველები მას ობამა და ტუსკი გამოეხმაურნენ

529760
ნიცეს ტერაქტს მთელი მსოფლიო გმობს

ნიცეს ტერაქტს დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში და ყველგან მისი დამგმობი და სამძიმრის მესიჯები ვრცელდება.

ობამამ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ნიცეში, ათობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას ყველაზე ძლიერ ფორმაში გმობს, სამძიმარს უცხადებს და ლოცულობს დაღუპულთა გამო, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მანვე ფრანგ სამართალდამცავებს ყველანაირ დახმარება აღუთქვა ძიების წარმართვაში და დამნაშავეების გამოვლენა-დასჯაში. “ყველანაირი ტერაქტებისა და თავდასხმების დროს ამერიკა ყოველთვის იდგა და იდგმება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის გვერდით“, ხაზგასმულია ობამას მესიჯში.

ევროკომისიის თავჯდომარემ დონალდ ტუსკმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გავრცელებული განცხადებით დაგმო ნიცეს ტერაქტი, სადაც იგი ASEM-ის რიგით მე-11 სამიტზე იმყოფება. “ეს არის როგორც საფრანგეთისათვის, ასევე მთელი ევროპისათვის მწუხარების დღე. ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ თავდასხმის სამიზნე გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც, თავისუფლებების, თანასწორობის და ძმობა-მეგობრობის დღეს აღნიშნავდნენ. ჩვენ ყველანი დაზარალებული ფრანგების გვერდით ვდგავართ“, აღნიშნულია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

ბელგიის პრემიერმა შარლ მიშელმა სოციალური ქსელით დაგმო ეს ტერაქტი და მანაც დიდი მწუხარება გამოთქვა ტერაქტის გამო.

ნიცეს თავდასხმა დაგმეს ასევე ესტონეთის, ლატვიის, საუდის არაბეთის და სხვა მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა    



მსგავსი ინფორმაციები