დალლასის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

მან გუშინ 5 თეთრკანიანი პოლიციელი მოკლა

525972
დალლასის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
abd bayraklar yarıya indi.jpg

გუშინ აშშ-ს ქალაქ დალლასში 5 თეთრკანიანი პოლიციელი იქნა მოკლული და თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა რა, იგი აღმოჩნდა 25 წლის შავკანიანი რეზერვისტი ჯარისკაცი მიკაჰ ჯონსონი, რომელიც ავღანეთში მსახურობისას სნაიპერს წარმოადგენდა.

მასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგ იგი ბომბიანი რობოტის აფეთქებით იქნა ლიკვიდირებული.

ჯონსონს თავდასხმა უიარაღო შავკანიანი მამაკაცების პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ მოკვლის საპასუხოდ განუხორციელებია და ამიტომ მიზანში მხოლოდ თეთრკანიანი პოლიციელები ამოურჩევია.

სხვათაშორის ჯონსონს არ აღმოაჩნდა რაიმე ნასამართლეობა.

მისი სახლის ჩხრეკისას კი ბომბის დასამზადებელი დიდძალი მასალა აღმოაჩინეს.

როგორც განაცხადა თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა ჯოს ეარნესტმა, ჯონსონს არ აღმოაჩნდა რაიმე კავშირი ტერორისტებთან არც ქვეყნის შიგნით და არც საზღვარგარეთ.

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ჯო ჯონსონის თქმითაც ეს იყო ინდივიდუალური თავდასხმა და მას რაიმე კავშირი არ აქვს ტერორიზმთან.

მოკლული პოლიციელების ხსოვნის საპატივსაცემოთ და ობამას მითითებით ამერიკაში სახელმწიფო დროშები ნახევრამდე დასწიეს, ხოლო თვით დალლასში კი სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო.

დალლასის თავდასხმა მკაცრად დაგმეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა კლინტონმა და ტრამპმა  



მსგავსი ინფორმაციები