ნაოჭების საწინააღმდეგო ახალი კანის  წარმომქმნელი კრემი

მეცნიერებმა, ქალების კოშმარად ქცეული, ნაოჭების წინააღმდეგ, ადამიანის კანის იმიტირებული, მეორე კანის  წარმომქმნელი კრემის ფორმა განავითარეს

488797
ნაოჭების საწინააღმდეგო ახალი კანის  წარმომქმნელი კრემი

მეცნიერებმა, ქალების კოშმარად ქცეული, ნაოჭების წინააღმდეგ, ადამიანის კანის იმიტირებული, მეორე კანის  წარმომქმნელი კრემის ფორმა განავითარეს.

 აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების მხრიდან წარმოებული პოლიმერის კრემი, გამოყენების შემდეგ, კანზე ქმნის მეორე ელასტიკურ კანს.

ლაბორატორიაში, სილიციუმის და ჟანგბადის მოლეკულების გამოყენებით დამზადებული პოლისილოქსან პოლიმერისგან დამზადებული კრემის გამოყენება შესაძლებელია თვალის ქვეშა და სახის ნაოჭების  გასაქრობად.

მეორე, ახალ კანს გააჩნია წყლისადმი გამძლე უნარიანობა და 24 საათის განმავლობაში უცვლელად დარჩენა.

დამცავი ფენა, ეხმარება კანის ტენიანობის შენარჩუნებას და ზრდის ელასტიურობას.

მკვლევარებმა, განვითარებული პროდუქტი გამოსცადეს მოხალისეების, განსაკუთრებით თვალის ქვეშა ტომსიკებზე, მკლავებსა და ფეხზე და წარმატებული შედეგებიც მიიღეს.

კრემი, კოსმეტიკური სფეროს გარდა, ეხმარება ეგზემის, დერმატიტის, ფსორიაზის მსგავსი კანის დაავადებების სამკურნალოდ და მზის სხივებისგან დაცვის მიზნითაც.

საჭირო ნებართვის აღების შემდეგ, მოსალოდნელია წინამდებარე წლებში კრემის გაყიდვაში შესვლა.

კვლევა გავრცელდა ჟურნალ "Nature Material"-ში.



მსგავსი ინფორმაციები