ევროკომისიის ხვალინდელ კრებას თურქებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ხვალ თურქებისადმი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი განიხილება

487825
ევროკომისიის ხვალინდელ კრებას თურქებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ევროკომისია ხვალინდელ გენერალურ სესიაზე თურქი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში 1 კვირის წინ გამოტანილი ვიზა ლიბერალიზაციის რეკომენდაციის წინადადებას განიხილავს და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

ეს რეკომენდაცია გუშინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტში განიხილეს და აღნიშნეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის განხორციელებას რაიმე იურიდიული დაბრკოლება არ გააჩნია, რადგან იგი პოლიტიკური მიზნების ცხოვრებაში გატარებას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტმა წინა კვირას გამართულ შეკრებაზე აღნიშნა, რომ ორივე მხარემ აღებული ვალდებულებები და კრიტერიუმები ბოლომდის უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდაცია არ გადაეცემა განსახილველად ევროკავშირის კომიტეტს.

როგორც ცნობილია თურქებს უვიზო მოგზაურობის ნებართვა შენგენის ქვეყნებში ივნისის თვიდან იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ ანკარა 75 კრიტერიუმს შეასრულებს.

დღემდე უკვე 67 კრიტერიუმია შესრულებული და ანკარის განცხადებით დანარჩენების შესრულება ამ რამდენიმე დღეში მოხდება  



მსგავსი ინფორმაციები