პალმირას ამფითეატრში მარინსკის თეატრის ორკესტრმა კონცერტი გამართა

ტერორისტული ორგანიზაცია დეაშისგან გათავისუფლებულ ანტიკურ ქალაქ პალმირას ამფითეატრში მარინსკის თეატრის ორკესტრმა კონცერტი გამართა

485695
პალმირას ამფითეატრში მარინსკის თეატრის ორკესტრმა კონცერტი გამართა

ტერორისტული ორგანიზაცია დეაშისგან გათავისუფლებულ ანტიკურ ქალაქ პალმირას ამფითეატრში მარინსკის თეატრის ორკესტრმა კონცერტი გამართა.

დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახმაურებულ კონცერტს ასობით ადამიანი დაესწრო.

ორკესტრს რუსი დირიჟორის ვალერი გერგიევი დირიჟორობდა.

იუნესკოს მიერ წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოების მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე ქალაქის გათავისუფლების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამფითეატრში, რომელსაც დეაშმა დიდი ზარალი მიაყენა, კიდევ ერთხელ იზეიმეს ქალაქის გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალაქის სარესტავრაციო სამუშაოები შესაძლოა 5 წელზე მატი გაგრძელდეს.


საკვანძო სიტყვები: #პალმირა , #კონცერტი

მსგავსი ინფორმაციები