ჩინელი ბიზნესმენი თანამშრომლებს ანებივრებს
ჩინელი ბიზნესმენი თანამშრომლებს ანებივრებს
484718

ერთ-ერთ ჩინელ ბიზნესმენს, ლი ჟინიუანის 2500 თანამშრომელი დასასვენებლად ესპანეთში წაიყვანა. ბიზნესმენის კომპანიაში მომუშავე იღბლიანი პერსონალი ოცი კერძო თვითმფრინავით გუშინ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩავიდა. კომპანიამ მათ დასასვენებლად სხვადასხვა სასტუმროში 1650 ნომერი, 70 ავტობუსი და ოთხი სწრაფმავალი მატარებელი დაიქირავა. ბიზნესმენმა ამ ყველაფერში შვიდი მილიონი ევრო გადაიხადა. ხსენებულმა ბიზნესმენმა გასულ წელსაც მოაწყო მსგავსი ღონისძიება და 6400 თანამშრომელი დასასვენებლად საფრანგეთში წაიყვანა. ლი ჟინიუანისი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორისაა.