უსტაოღლის ფილმები ფლორენციის კინო ფესტივალზე

5-10 აპრილის რიცხვებს შორის იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდება ახლო აღმოსავლეთის კინო ფესტივალი ("Middle East Now Film Festivali")

461923
უსტაოღლის ფილმები ფლორენციის კინო ფესტივალზე

5-10 აპრილის რიცხვებს შორის იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდება ახლო აღმოსავლეთის კინო ფესტივალი ("Middle East Now Film Festivali"). წელს მეექვსედ ჩატარებული ფესტივალის რეტროსპექტივის სექცია დაეთმობა თურქი რეჟისორის იეშიმ უსტაოღლის ფილმებს.

ფესტივალზე, წარმოდგენილ იქნება ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის კინოს ყველაზე გამორჩეული ნიმუშები. კინო მოყვარულებს გაეცნობა იეშიმ უსტაოღლის 4 ფილმი. მათ შორის იქნება რეჟისორის, 1992 წელში გადაღებული კინოს „სასტუმრო“-ს (Otel) გარდა, ბერლინში „ყველაზე კარგი ევროპის ფილმის ჯილდო“-ს და „მშვიდობის ჯილდო“-ს, სტამბოლის კინო ფესტივალზე „ყველაზე კარგი ფილმის და „ყველაზე კარგი რეჟისორის“ ჯილდოების მფლობელი, 1999 წელში გადაღებული ფილმი „მგზავრობა მზეზე“ ("Güneşe Yolculuk").

ფესტივალის ფარგლებში, მნახველს წარედგინება სან სებასტიანის კინო ფესტივალზე გოლდენ შელის (საუკეთესო ფილმის) და ვერცხლის შელის (საუკეთესო ქალი შემსრულებლის) მსგავსი ჯილდოების მფლობელი, 2008 წელში გადაღებული ფილმი პანდორას ყუთი და აბუ დჰაბის, „Split Mediterranean“-ის კინო ფესტივალზე „საუკეთესო ფილმის“, მოსკოვის, ტოკიოს, პინეს ფესტივალებზე „საუკეთესო ქალი შემსრულებლის“ სახეობაში ჯილდოს მფლობელი ფილმი „არაფი“ (Purgatory).



მსგავსი ინფორმაციები