ანკარის მუსიკალური ფესტივალი 4 აპრილს დაიწყება

ფესტივალი 30 აპრილამდის გასტანს

460721
ანკარის მუსიკალური ფესტივალი 4 აპრილს დაიწყება

4 აპრილს ანკარაში სტარტს აიღებს 33-ე საერთაშორისო ანკარის მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც 20 ქვეყნის 360 ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის გახსნის პატივი ერგო ანკარის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრს, რომლის დირიჟორიც იქნება ფაზლი ორჰუნ ორჰონი და ფორტეპიანოზე სოლოს შეასრულებს ინგლისი სამეფო აკადემიის ახალგაზრდა თურქი პიანისტი თოლგა ათალაი.

ფესტივალის მსვლელობისას, სიმფონიური და კამერული ორკესტრები 15 კონცერტს ჩაატარებენ, ხოლო ამის პარალელურად სპეციალური პროექტები და ღონისძიებებიც მოეწყობა რა, მათ ფარგლებში 3 მსოფლიო და 15 თურქული პრემიერაც შესდგება.

წელს ანკარის ფესტივალზე პირველად გამოვლენ ლუქსემბურგელი კლარნეტისტი მაქს მაუსენი და პიანისტი იასონ ანდერსონი, არგენტინელი და ფრანგი მუსიკოსები და მოცეკვავეები, ინგლისელი ჩელოს ოსტატი სტივენ ისსერლისი, ცნობილი კანადელი პიანისტი გონიე შიჰი და ა.შ.

ანკარის ფესტივალი 30 აპრილს აზერბაიჯანელი დირიჟორის რაუფ აბდულლაევის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება



მსგავსი ინფორმაციები