საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსი" 95 წლისაა

1920 წლის 6 აპრილს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსს“ 95 წელი შეუსრულდა

227755
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსი" 95 წლისაა

გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ 1920 წლის 6 აპრილს დაარსებული საინფორმაციო სააგენტოანადოლუ აჟანსს“ 95 წელი შეუსრულდა.

განმანთავისუფლებელი ომის პირველ წლებში შექმნილი „ანადოლუ აჟანსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სააგენტოს ტიტულის მოპოვების გზაზე წინ მიიწევს.

სააგენტო განმანთავისუფლებელი ბრძოლის პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ერთი არხის საშუალებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებდა.

დაარსების 95-ე წლისთავზე პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა „ანადოლუ აჟანსის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს შენოლ ქაზანჯის მიულოცა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ანადოლუ აჟანსი სწორი, ნეიტრალური და სწრაფი ჟურნალისტიკური საქმიანობით მოქმედებს და ამავდროულად იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთში ჟურნალისტიკის განვითარებაში. ერდოღანის თქმით, „ანადოლუ აჟანსი“ დღითიდღე აფართოებს მოღვაწეობის არეალს და საზღვარგარეთულ საინფორმაციო ქსელს აძლიერებს და მის მიერ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობის დაწყება საჭიროა დაფასებული იქნას.

მისალოცი წერილი გაავრცელა ასევე პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ და მასში ნათქვამია: “ სანდო, ნეიტრალური, ეფექტური, სწრაფი ჟურნალისტიკური საქმიანობით „ანადოლუ აჟანსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საინფორმაციო სააგენტოა“.

ვიცეპრემიერმა აქდოღანმა კი საინფორმაციო სააგენტოს დაარსების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ანადოლუ აჟანსის“ ვარსკვლავი დღესაც ბრწყინავს და იგი, როგორც ახალი თურქეთის ძლიერი ხმა, მუშაობას გააგრძელებს“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები