TRT ბავშვთა დღისათვის ემზადება

გალა კონცერტი 23 აპრილს ანტალიაში ჩატარდება

257099
TRT ბავშვთა დღისათვის ემზადება


როგორც განაცხადა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის, TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ იბრაჰიმ ერენმა, წელს 23 აპრილი, 37-ე საერთაშორისო ბავშვთა დღე ანტალიაში აღინიშნება და იმის გამო, რომ მეზობელ ქვეყნებში, სირიასა და ერაყში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ამიტომაც ცოტა მოწყენილად ემზადებიან.

ბავშვთა საერთაშორისო დღე თურქეთში 1979 წლის აქეთ TRT-ს თაოსნობითა და ორგანიზებით ყოველი წლის 23 აპრილს იმართება და დღემდე მასში ასობით ქვეყნის 30 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

“წელს ანტალიაში 50-ზე მეტი ქვეყნის ბავშვები ჩამოვლენ და ისინი 15 აპრილიდან 23 აპრილამდე მრავალ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი თავიანთ ცეკვებსა და სიმღერებსაც შეასრულებენ, დაათვალიერებენ ანტალიის და სხვა ქალაქების ისტორიულ, არქიტექტურულ, კულტურულ და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ხოლო გალა კონცერტი კი 23 აპრილს ანტალიის ანტიკურ თეატრში მოეწყობა“, განაცხადა ერენმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები