Expo-2016 გამოფენას ანტალია უმასპინძლებს

იგი მომავალი წლის 23 აპრილს გაიხსნება

240470
Expo-2016 გამოფენას ანტალია უმასპინძლებს

თურქეთი მომავალ წელს Expo-2016 გამოფენას უმასპინძლებს და ეს იქნება პირველი ასეთი გამოფენა, რომელიც თურქეთში მოეწყობა.

Expo-2016 მთავარი თემა ყვავილები და ბავშვები იქნება და მისი პრეზენტაცია გუშინ ანტალიაში გაიმართა. გამოფენას სულ 216 ჰექტარი ფართობი აქვს დათმობილი და იგი მომავალი წლის 23 აპრილს გაიხსნება რა, 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში EXPO-გორა, EXPO-ტყე, EXPO-კოშკი, EXPO-ტბა გაშენდება და მათში მშვენიერი დასვენების, გართობის და თამაშის შესაძლებლობები მიეცემათ ბავშვებს.

გარდა ამისა ექსპოს ფარგლებში იმოქმედებს კაფე-რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, სოფლის მეურნეობის მუზეუმი, კონგრესების სალონი და ამფითეატრი.

EXPO გამოფენები 1898 წლის აქეთ ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მასპინძელი ქვეყნა კენჭისყრით ვლინდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები