საერთაშორისო ბერლინალეს სამოცდა მეხუთე ფესტივალი

”ოქროს დათვის” პრიზი ერგო ირენელ რეჟისორს ჯაფერ ფანაჰის ”ტაქსის” სახელწოდების ფილმისთვის

218978
საერთაშორისო ბერლინალეს სამოცდა მეხუთე ფესტივალი


საერთაშორისო ბერლინალეს სამოცდა მეხუთე ფესტივალზე ”ოქროს დათვის” პრიზი ერგო ირენელ რეჟისორს ჯაფერ ფანაჰის ”ტაქსის” სახელწოდების ფილმისთვის. ფესტივალი მოეწყო გერმანიის დედაქალაქ ბერლინის პალასში. პრიზის მფლობელმა ჯაფერმა ვერ მიიღო მონაწილეობა ცერემონიაზე, სახელმწიფოდან მისი გასვლის აკრძალვის გამო.
მის მაგივრად ჯილდო გადაეცა მის დისშვილს.
”ვერცხლის დათვის” ჯილდო დაიმსახურა რუმინელმა რეჟისორმა რადუ ჟუდემ ფილმით: ყოჩაღ ”Aferim!" და პოლონელმა რეჟისორმა მალგორზათა სზუმოვსკამ ფილმით "Body"
საერთაშორისო ჟიურიმ ყველაზე საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარადგინა თომ კორტნი "45 Years" ფილმის როლისთვის. ყველაზე საუკეთესო ქალის ჯილდოზე კი ამავე ფილმში განსახიერებული როლისთვის წარდგენილ იქნა კარლოტა რამპლინგი.
საუკეთესო სცენარის კატეგორიაში ”ვერცხლის დათვის” პრიზი ერგო ჩილელ პატრიკო გუზმანს ფილმისთვის: "El Boton de Nacar". მოკლე მეტრაჟიანი ფილმების სახეობაში ”ოქროს დათვის” ჯილდო გადაეცა სამხრეთ კორეელ რეჟისორს ნა იუნგ კილს, ჟიურის კატეგორიაში კი აშშ-ის რეჟისორს ჯოანნა არნოვუს.
ბერლინში 5 თებერვალს დაწყებული საერთაშორისო ბერლინალეს სამოცდა მეხუთე ფესტივალს შეუერთდა 72 სახელმწიფოს 441 ფილმი. 19 ფილმი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას ოქროს და ვერცხლის დათვის პრიზებისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები