უშიშროების საბჭომ არ მიიღო პალესტინის პროექტი

მას აშშ-მ ვეტო დაადო

166949
უშიშროების საბჭომ არ მიიღო პალესტინის პროექტი



არაბული ქვეყნების მხრიდან მომზადებული და შემდეგ შესწორება შეტანილი პალესტინის პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინა გაეროს უშიშროების საბჭოს და გუშინ გამართულ კენჭისყრაზე უარი ეთქვა ამ პროექტს, რომელიც ისრაელის მხრიდან პალესტინური მიწების დატოვებას, დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის აღიარებას ითვალისწინებდა.

კენჭისყრაზე უშიშროების საბჭოს წევრმა 8 ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ პროექტს, უარი მხოლოდ ავსტრალიამ განაცხადა, ხოლო ნიგერიამ, ინგლისმა, ლიტვამ, სამხრეთ კორეამ და რუანდამ კი თავი შეიკავეს, ამერიკამ ვეტოს უფლება გამოიყენა და ეს პროექტი ვეღარ გავიდა.

ამ პროექტის წინააღმდეგია ვაშინგტონი, რომლის აზრითაც იგი ზიანს მიაყენებს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს და არც ისრაელის უსაფრთხოებას მოემსახურება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები