სტუდენტების და მეცნიერ-პედაგოგების დიზაინმა

ელექტრონულმა მანქანამ დაასრულა ტური თურქეთში

144889
 სტუდენტების და მეცნიერ-პედაგოგების  დიზაინმა

სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტების და მეცნიერ-პედაგოგების შემადგენლობით წარმოებულმა ერთობლივმა ელექტრონულმა მანქანის დიზაინმა დაასრულა ტური თურქეთში.
"T1"-ის სახელწოდების ელექტრონული მანქანა, რომლის წარმოებაც მოხდა İÜ-ს სამეცნიერო კვლევითი პროექტების სამმართველოს მხარდაჭერით, 5 ათას კილომეტრიანი ტურის შემდეგ, გუშინ დაბრუნდა სულთანაჰმედის მოედანზე, საიდანაც დაიწყო ტური.
მანქანის გაცნობის მიზნით განხორციელებული ტურის პილოტებიდან სერდარ ზურნაჯის განცხადებით, მათ მოიარეს 13 ქალაქი.
ას პროცენტიანი ელექტრონული მანქანის დიზაინს დასჭირდასულ წელიწად ნახევარი. მანქანა არის 500 კგ. სიმძიმის. ბატარეის ერთჯერადი დატვირთვით შეუძლია 120 კმ-ის სიჩქარით, 500 კმ-ის გავლა. ავტომობილის ძრავის და ბატარეის გარდა ყველა კომპონენტი ადგილობრივია.
შემდეგში ეცდებიან დიზაინის ყველა კომპონენტის ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებას-თქვა ზურნაჯიმ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები