გუშინ ანკარის 25-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

96525
გუშინ ანკარის 25-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


გუშინ ანკარის 25-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ფილმად დასახელდა რეჟისორ ატილ ინანჩის ფილმი „წრე“, ხოლო მისი მთავარი როლის შემსრულებელებს ნაზან ქესალს და ფათიჰ ალს მიენიჭათ პრემიები ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისათვის. ამავე ფილმში მონაწილე ეროლ ბაბაოღლუ კი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის დააჯილდოვეს.

რეჟისორ რეჰა ერდემის ფილმს „ქალები, რომლებიც სიმღერას მღერიან“ გადაეცა ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის, ხოლო ფილმში შესრულებული როლისათვის დენიზ ჰასგულერი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

დოკუმენტური ფილმების კონკურსში კი 11 ფილმი მონაწილეობდა, რომელთაგანაც პირველობა გულიზ საღლამის დოკუმენტურმა ფილმმა „თეფეჯიქის წარმოსახვითი სკოლა“-მ მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები