10 ნოემბერი ისტორიაში

10 ნოემბერი ისტორიაში

1302919
10 ნოემბერი ისტორიაში

 

1938 წლის 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ ათათურქი დილის 9 საათს და 5 წუთზე დოლმაბაჰჩეს სასახლეში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1881 წელს სალონიკში დაბადებული მუსტაფა ქემალი მთელი სიცოცხლე თურქი ერის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის იბრძოდა და მან მთელი მსოფლიოს ლიდერების დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

1953 წლის 10 ნოემბერს გარდაცვალებიდან 15 წლის თავზე ათათურქის ცხედარი ანითქაბირში, რომლის მშენებლობაც 9 წელს გრძელდებოდა,  გადაასვენეს.

1965 წლის 10 ნოემბერს ჩინეთში მაო ძე-დუნის მიერ დაწყებული „კულტურული რევოლუცია“ დაიწყო. რევოლუციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

1970 წლის 10 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა ლუნოხოდ 1 გაუშვა კოსმოსში. დაახლოებით 1700 კგ. წონის აპარატი პირველი იყო, რომლის მართვაც მთვარის ზედაპირზე პულტის მეშვეობით შეიძლებოდა. რობოტი დედამიწიდან გაშვებიდან 5 დღის შემდეგ დაეშვა მთვარის ზედაპირზე და 322 დღე ატარებდა სამუშაოებს. ლუნოხოდ 1 მთვარის ზედაპირზე 20 თასი ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა.

1989 წლის 10 ნოემბერ ბულგარეთის დიდი ხნის მანძილზე დიქტატორული მეთოდით მმართველი, ტოდორ ჟივკოვ თანამდებობიდან გადადგა.

1996 წლის 10 ნოემბერს ანკარაში ათათურქის გარდაცვალების 58-ე წლისთავთან დაკავშირებით პატივის მისაგებად 1 მილიონზე მეტი  ადამიანი ანითქაბირში, მივიდა. ამ დღეს, ანითქაბირის ერთ დღეზე  მნახველთა რეკორდი დამყარდა.

 


საკვანძო სიტყვები: #10 ნოემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები