8 ნოემბერი ისტორიაში

8 ნოემბერი ისტორიაში

1302290
8 ნოემბერი ისტორიაში

8 ნოემბერი ისტორიაში   

 

1520 წლის 8 ნოემბერს დანიის მეფე კრისტიან მეორის ბრძანებით შვედი დიდგვაროვნების წინააღმდეგ „სტოკჰოლმის ხოცვა-ჟლეტა“ მოხდა. მომხდარის შედეგად დანიასა და შვედეთს შორის ომის დაიწყო.  

1793 წლის 8 ნოემბერს პარიზის მსოფლიოში ცნობილი ლუვრის მუზეუმი გაიხსნა. ლუვრი მე-13 საუკუნის დასაწყისში ციხე-სიმაგრედ იქნა აშენებული.

1923 წლის 8 ნოემბერს გერმანიის ბავარიის მხარეში ადოლფ ჰიტლერი და მისი მომხრეები ხელისუფლების დამხობას შეეცადნენ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. გერმანიის პოლიტიკის ისტორიაში ეს ფაქტი „ლუდხანას გადატრიალების“ სახელით შევიდა, რომლის შემდეგაც ჰიტლერი და მისი მომხრეები დააკავეს. ციხეში ყოფნის დროს დაწერა ჰიტლერმა წიგნი „ჩემი ბრძოლა“. ჰიტლერის ლიდერობით ნაცისტებმა ზუსტად 9 წლის შემდეგ იმავე დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და 196 მანდატი მოიპოვეს.

1988 წლის 8 ნოემბერს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია იუნაენში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 730 ადამიანი დაიღუპა, 400 ათასი სახლი დაზიანდა.

1992 წლის 8 ნოემბერს გერმანიაში რასისტული ფაქტების გახშირების საწინააღმდეგოდ დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 350 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობდა.

2000 წლის 8 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სამოქმედო გეგმის ხასიათის „გაწევრიანების დოკუმენტი“.

2000 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატი ალ გორის და რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის თანაბარი ხმების რაოდენობის მიღებამ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი გამოიწვია. ორ კანდიდატს შორის ხმების სხვაობა მხოლოდ 537 იყო რის გამო საქმემ ამერიკის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. სასამრთლომ 5 ხმით ოთხის წინააღმდეგ გამარჯვებულად ჯორჯ ბუში გამოაცხადა.  

 

 


საკვანძო სიტყვები: #8 ნოემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები