ოთხი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობის მოპოვების შემცირებას

ოთხი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობის მოპოვების შემცირებას

2110419
ოთხი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობის მოპოვების შემცირებას

საუდის არაბეთი, ალჟირი და ქუვეითი ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას კიდევ 3 თვით გაახანგრძლივებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და ზოგიერთი მწარმოებელი ქვეყნისგან შემდგარი OPEC+ ჯგუფიდან საუდის არაბეთმა და ქუვეითმა, გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების შემცირების გაგრძელება კიდევ 3 თვით.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამოსილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება ივნისის ბოლომდე გაგრძელდა და დღიური მოპოვება 9 მილიონი ბარელი იქნება.

ალჟირის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში კი საუბარია ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ალჟირი ნავთობის დღიურ მოპოვებას 51 ათასი ბარელით შეამცირებს და დღიური მოპოვება სავარაუდოდ 908 ათასი ბარელი იქნება.

ქუვეითის საინფორმაციო სააგენტოს (KUNA) ცნობით, ნებაყოფლობითი შემცირება ივნისის ბოლომდე გაგრძელდა და 135 ათასი ბარელის შემცირებით დღეში 2 მილიონ 413 ათასი ბარელი ნავთობის წარმოება მოხდება.

მეორე მხრივ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ გაზრდიან ნავთობის ნებაყოფლობითი მოპოვებისა და ექსპორტის შემცირებას 471 ათასი ბარელით დღეში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში.


საკვანძო სიტყვები: #ნავთობი , #OPEC + , #OPEC

მსგავსი ინფორმაციები