თურქეთმა შარშან მეთევზეობაში 1 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებით რეკორდი დაამყარა

თურქეთმა შარშან მეთევზეობაში 1 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებით რეკორდი დაამყარა

2108767
თურქეთმა შარშან მეთევზეობაში 1 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებით რეკორდი დაამყარა

თურქეთმა შარშან მეთევზეობაში 1 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებით რეკორდი დაამყარა.

სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების სამინისტროს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა მუსტაფა ალთუღ ათალაიმ მეთევზეობის სექტორში განვითარებული მოვლენების შეფასება გააკეთა.

ათალაიმ განაცხადა, რომ თურქეთი ევროპაში მეთევზეობის საკითხში გამოირჩევა, როგორც შესაძლებლობებით, ასევე თევზჭერის ძალით.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, განსაკუთრებით თევზის წარმოებაში.

მისივე თქმით, თურქეთმა გაითქვა სახელი ზღვის პროდუქტების ექსპორტში და თევზის პროდუქტები 100-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

ათალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წელი პროდუქტიული იყო მეთევზეობის კუთხით.


საკვანძო სიტყვები: #მეთევზეობა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები