ამერიკელმა პროფესორმა კლაუდია გოლდინმა ნობელის პრემია მოიპოვა ეკონომიკის დარგში

ამერიკელმა პროფესორმა კლაუდია გოლდინმა 2023 წლის ნობელის პრემია მოიპოვა ეკონომიკის დარგში

2048509
ამერიკელმა პროფესორმა კლაუდია გოლდინმა ნობელის პრემია მოიპოვა ეკონომიკის დარგში

ამერიკელმა პროფესორმა კლაუდია გოლდინმა 2023 წლის ნობელის პრემია მოიპოვა ეკონომიკის დარგში ნაშრომისთვის „ქალების ადგილი შრომის ბაზარზე“.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა, რომ ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში წელს ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს კლაუდია გოლდინს მიენიჭა.

შრომის ეკონომიკის სფეროში მოღვაწე 77 წლის გოლდინის კვლევამ, რომელიც ფოკუსირებულია უთანასწორობასა და ქალთა მონაწილეობაზე დასაქმებაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წლევანდელი ჯილდოს მიღებაში.



მსგავსი ინფორმაციები