თურქეთმა მიმდინარე წლის 8 თვეში 36 მილიონ 754 ათას 146 ვიზიტორს უმასპინძლა

თურქეთმა მიმდინარე წლის 8 თვეში 36 მილიონ 754 ათას 146 ვიზიტორს უმასპინძლა

2040991
თურქეთმა მიმდინარე წლის 8 თვეში 36 მილიონ 754 ათას 146 ვიზიტორს უმასპინძლა

თურქეთმა მიმდინარე წლის 8 თვეში 36 მილიონ 754 ათას 146 ვიზიტორს უმასპინძლა.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, სექტემბრამდე თურქეთს 33 მილიონ 426 ათას 940 უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები 3 მილიონ 327 ათას 206 მოქალაქე ეწვია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 თვეში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 13,95 პროცენტით გაიზარდა.

იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც თურქეთში ამ პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთა შედარებით ყველაზე მეტად 44,84%-ით 4 მილიონ 351 ათას 254-მდე ზრდით არის რუსეთი, მეორე ადგილზეა გერმანია 4 მილიონ 82 ათას 994 ადამიანით და 6,03 პროცენტიანი ზრდით და ინგლისი მესამე ადგილზეა 12,36 პროცენტით და 2 მილიონ 652 ათას 188 ადამიანით. ამ ქვეყნებს მოჰყვა შესაბამისად ბულგარეთი და ირანი.

აგვისტოში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 6 მილიონ 660 ათას 700 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5,65 პროცენტიანი ზრდაა.

აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი 871 ათას 270 ჩამოვიდა გერმანიიდან, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,52 პროცენტით მეტია, მას მოჰყვებიან რუსეთის ფედერაცია, ინგლისი, ირანი და პოლონეთი.


საკვანძო სიტყვები: #ვიზიტორები , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები