საავტომობილო ექსპორტის მსოფლიო ლიდერი შეიცვალა: იაპონია მეორე ადგილზეა

საავტომობილო ექსპორტის მსოფლიო ლიდერი შეიცვალა: იაპონია მეორე ადგილზეა

1988309
საავტომობილო ექსპორტის მსოფლიო ლიდერი შეიცვალა: იაპონია მეორე ადგილზეა

საავტომობილო ექსპორტის მსოფლიო ლიდერი შეიცვალა: იაპონია მეორე ადგილზეა

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მან გადაასწრო იაპონიას წლის პირველ სამ თვეში და გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომობილების ექსპორტიორი.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთმა წლის პირველ სამ თვეში 1 მილიონ 70 ათასი ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე. ეს ნიშნავს 58%-იან ზრდას 2022 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით.

იმავე პერიოდში იაპონიამ 6 პროცენტით 954,185-მდე გაზარდა ექსპორტირებული მანქანების რაოდენობა.

ჩინეთის საავტომობილო ექსპორტის ზრდა ელექტრომობილების მიმართ ინტერესის და რუსეთში გაყიდვების ზრდის შედეგია.

გასულ წელს ჩინეთმა გერმანიას ჩამოართვა მსოფლიოში მეორე უდიდესი საავტომობილო ექსპორტიორის ტიტული.

ჩინეთის საბაჟო გენერალური დირექტორატის მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთმა 3,2 მილიონი ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე, გერმანიამ კი 2,6 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

წიაღისეული საწვავისგან დაშორებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის აღმავლობაში.

წლის პირველ სამ თვეში ახალი ენერგეტიკული მანქანები (NEV), მათ შორის ელექტრომობილები, გასულ წელთან შედარებით 90%-ით გაიზარდა.

Tesla-ს ჩინური ფილიალი SAIC (MG ბრენდის მფლობელი) და BYD, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, ჩინეთის მთავარი NEV-ის ექსპორტიორებია.

ელონ მასკის ელექტრომობილების ბრენდს აქვს დიდი ქარხანა შანხაიში, საიდანაც ექსპორტს ახორციელებს იაპონიასა და ევროპაში.

ქარხანა ამჟამად აწარმოებს 1,25 მილიონ მანქანას წელიწადში და კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს სიმძლავრე.

ჩინეთის საავტომობილო ექსპორტი რუსეთში ასევე გაიზარდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს ემბარგო უკრაინაში შეჭრის გამო.



მსგავსი ინფორმაციები