პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გეგმავს

პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გეგმავს

1967129
პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გეგმავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ის გეგმავს რეგულაციების შემოღებას, რომელიც შეზღუდავს უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში შესვლას.

მორავიეცკიმ პრემიერ-მინისტრისოფისში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ იციან ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები.

მან განაცხადა, რომ იგი ესაუბრა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰენრიკ კოვალჩიკს ქვეყანაში მარცვლეულის პრობლემასთან დაკავშირებით.

„კოვალჩიკს დავავალე, რომ პოლონეთში დაგროვილი მარცვლეული გაგზავნოს და მიყიდოს აფრიკას ან ახლო აღმოსავლეთს, რათა შეიზღუდოს უკრაინული მარცვლეულის გავლენა ჩვენს ქვეყანაში“. -დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარცვლეული, რომელიც მოდის უკრაინიდან, მაგრამ რჩება საწყობებში, ახდენს პოლონეთის ბაზრის დესტაბილიზაციას და ისინი გეგმავენ რეგულაციების შემოღებას, რომელიც შეზღუდავს უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში შესვლას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ადრე გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ არ შეასრულა უკრაინიდან შემოტანილი მარცვლეულის ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის ქვეყნებში გაგზავნის შესახებ დაპირება.

უკრაინიდან შეტანილი მარცვლეულის ნაწილი რჩება უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში და ფერმერები ჩივიან, რომ მარცვლეულის გაყიდვა უჭირთ სავსე საწყობებისა და ფასების დაცემის გამო.


საკვანძო სიტყვები: #მარცვლეული , #უკრაინა , #პოლონეთი

მსგავსი ინფორმაციები