G7-ის ქვეყნები უკრაინას დაეხმარებიან

G7-ის ქვეყნები უკრაინას დაეხმარებიან

1815988
G7-ის ქვეყნები უკრაინას დაეხმარებიან

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა (აშშ, გერმანია, ინგლისი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, იაპონია), უკრაინას 24 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას დაჰპირდნენ. G7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები შეხვდნენ, რათა განეხილათ რუსეთის ომი უკრაინაში, ომის შედეგად დაღუპული ადამიანების მდგომარეობა და ომის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა. მათივე განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა აღარ უნდა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა რუსეთთან, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მათ შორის G20-ის სამიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის შეხვედრებში.

„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დამატებითი მხარდაჭერა, 24 მილიარდი დოლარი, გავუწოთ უკრაინას“, ნათქვამია G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #G7-ის ქვეყნები

მსგავსი ინფორმაციები