გაზპრომმა 2,5 თვის წარმოებისა და გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა

წარმოების რაოდენობა არ შეცვლილა, მაგრამ ექსპორტი შემცირდა

1796615
გაზპრომმა 2,5 თვის წარმოებისა და გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი აირის წარმოება არ შემცირებულა, მაგრამ,  გაზის ექსპორტი  28,5 პროცენტით შემცირდა. პირველადი მონაცემებით, კომპანიის ბუნებრივი აირის წარმოება 111,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ბუნებრივი აირის ექსპორტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მიღმა ქვეყნებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,5 პროცენტით შემცირდა და 30,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის 2,5 თვეში გაზპრომის ექსპორტი თურქეთში გაიზარდა 21,1 პროცენტით, იტალიაში 51,7 პროცენტით, პოლონეთში 71,8 პროცენტით, ხორვატიაში 110,9 პროცენტით და საბერძნეთში 34 პროცენტით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობების ტევადობის მაჩვენებელი ამჟამად 26,2 პროცენტს შეადგენს.


საკვანძო სიტყვები: #გაზპრომი

მსგავსი ინფორმაციები