რუსეთში გარკვეული აკრძალვები დაწესდა სავალუტო ოპერაციებზეც

რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალათ უცხოურ ვალუტაში საგარეო სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის შეტანა საზღვარგარეთულ საბანკო ანგარიშებზე

1787441
რუსეთში გარკვეული აკრძალვები დაწესდა სავალუტო ოპერაციებზეც

რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალათ უცხოურ ვალუტაში საგარეო სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის შეტანა საზღვარგარეთულ საბანკო ანგარიშებზე.

კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განკარგულებას, რომელიც შეიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ზომებს, ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

იქვე აღნიშნულია, რომ დადგენილებით რუსეთის ექსპორტიორი კომპანიებისთვის დაწესდა უცხოური ვალუტის გაყიდვის ვალდებულება.

„საერთაშორისო ვაჭრობით დაკავებულმა კომპანიებმა თავიანთი სავალუტო შემოსავლის 80 პროცენტი უნდა გაყიდონ უფლებამოსილ ბანკებში“. -აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნათქვამია, რომ გარკვეული აკრძალვები დაწესდა ქვეყანაში სავალუტო ოპერაციებზეც: „რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ საგარეო სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში და უცხოური ვალუტის შეტანა საბანკო ანგარიშებზე რუსეთის ფარგლებს გარეთ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #აკრძალვა , #ვალუტა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები