სტამბოლის აეროპორტი მეორე ადგილზე გავიდა

სტამბოლის აეროპორტი მეორე ადგილზე გავიდა

1714820
სტამბოლის აეროპორტი მეორე ადგილზე გავიდა

სტამბოლის აეროპორტი, დღიურად საშუალოდ 986 ფრენით, ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 27 სექტემბერი-3 ოქტომბრის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი დღიურად 1064 ფრენით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო სტამბოლის აეროპორტი დღიურად 986 ფრენით მეორე ადგილზე. ამავე ანგარიშის მიხედვით, ფრანკფურტის აეროპორტი 938 ფრენით მე-3, ხოლო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 844 ფრენით მე-4 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ანტალიის აეროპორტს დღიურად 699 ფრენით მე-7 ადგილზეა გავიდა.


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლის აეროპორტი

მსგავსი ინფორმაციები