იცით თუ არა, რომ? 2-2021

გარგარის წარმოება თურქეთში

1710727
იცით თუ არა, რომ? 2-2021

იცით თუ არა, რომ? 2-2021

გარგარის წარმოება თურქეთში

იცით თუ არა, რომ თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ახალი გარგარის და მისი ჩირის წარმოებაში?

გარგარის წარმოება ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ევროპაში. თურქეთი კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ახალი გარგარის და მისი ჩირის წარმოებაში. თურქეთი ახალი გარგარის წარმოების დაახლოებით 55%-ს და გარგარის ჩირის წარმოების 85%-ს მალათიაში ახორციელებს.

მალათიაში, რომელიც სახელწოდებას იღებს სიტყვიდან "მელიტა", რაც ნიშნავდა "ბაღს" ხეთების ხანაში, თურქეთში არსებული 17 მილიონი გარგარის ხიდან დაახლოებით 8 მილიონია და იგი შეფასებულია როგორც "მსოფლიოს გარგარის დედაქალაქი".

გარგარი, რომელსაც აქვს მაღალი კვებითი ღირებულება; A, B, C, E ვიტამინების გარდა ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ბოჭკოს. გარგარი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი, ისე გამხმარი, აადვილებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს წონის კონტროლს. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური თვისებებით ის ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას დაავადებებისგან.


საკვანძო სიტყვები: #გარგარი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები