ექსპორტი მარტში რეკორდულად გაიზარდა

მან 19 მილიარდ დოლარს მიაღწია

1612880
ექსპორტი მარტში რეკორდულად გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტის თვეში,  2020 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ექსპორტი 42,2 პროცენტით გაიზარდა და 19 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ყველა დროის ექსპორტის ყველაზე მაღალ სარეკორდო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუხსარ ფექჯანმა. “ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და კორონავირუსის ეპიდემიისა, განუწყვეტლივ აგრძელებს პროგრესს მაღალი ზრდისა და დამატებითი ღირებულების საექსპორტო მიზნების შესაბამისად,” განაცხადა ფექჯანმა



მსგავსი ინფორმაციები