თურქეთის მოსახლეობამ 83 მილიონს გადააჭარბა

მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია

1577182
თურქეთის მოსახლეობამ 83 მილიონს გადააჭარბა

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ცნობით, თურქეთის მოსახლეობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 459 ათას 365 ადამიანით გაიზარდა და  83 მილიონ 614 ათას 362 ადამიანს მიაღწია. ამავე ცნობით, მოსახლეობის 50,1 პროცენტი ე.ი. 41 მილიონ 915 ​​ათას 985 მამაკაცია, ხოლო 49,9 პროცენტი ე.ი. 41 მილიონ 698 ათას 377 კი ქალია. სტამბოლის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 56 ათას 815 ადამიანით შემცირდა და 15 მილიონ 462 ათას 452 ადამიანი შეადგინა. ანკარის მოსახლეობამ 5 მილიონ 663 ათას 322 ადამიანი შეადგინა და მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილზე 4 მილიონ 394 ათას 694 კაცით იზმირია, მეოთხე ადგილზე 3 მილიონ 101 ათას 833 ადამიანით ბურსაა და მეხუთეზე ანტალიაა 2 მილიონ 548 ათას 308 ადამიანით.



მსგავსი ინფორმაციები