უკრაინას სურს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმება დასრულდეს

უკრაინას სურს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმება დასრულდეს

1476670
უკრაინას სურს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმება დასრულდეს

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ, განაცხადა, რომ მათ სურთ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმება დასრულდეს.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა "უკრაინა-თურქეთი: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები".

შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტარას კაჩკამ აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პირობების მიუხედავად, თურქეთი და უკრაინა კვლავაც საიმედო სავაჭრო პარტნიორები არიან.

მისივე თქმით, თურქეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც გასულ წელში უკრაინამ ყველა მეტი ვაჭრობა განახორციელა და დაამატა: ”მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალისთვის ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. უკრაინას სურს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების დასრულება.”

შეხვედრაზე განხილული იქნა თურქეთსა და უკრაინას შორის სოფლის მეურნეობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მსგავს ბერვ სექტორში თანამშრომლობის საკითხები და აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 1,7 პროცენტით გაიზარდა და 2.27 მილიარდ დოლარს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები