კორონავირუსმა ევროკავშირის ეკონომიკაში სერიოზული სირთულეები გამოიწვია

კორონავირუსმა ევროკავშირის ეკონომიკაში სერიოზული სირთულეები გამოიწვია

1445992
კორონავირუსმა ევროკავშირის ეკონომიკაში სერიოზული სირთულეები გამოიწვია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პერიოდში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მსგავსი ადრე არასოდეს ყოფილა. მერკელმა ამის შესახებ ოფიციალური ვზიტით გერმიანიაში მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენიის დროს განაცხადა.

„ერთის მხრივ, თავად პანდემია, მეორე სმხრივ ეკონომიკური სირთულეები, რაც აქამდე არ გვინახავს. კოვიდ-19-ის პერიოდში შექმნილმა ეკონომიკურმა სირთულეებმა როგორც გერმანია და საფრანგეთი,  მთელი ევროკავშირიც დააზარალა. გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად სპეციალურ სამაშველო ფონდის შესაქმნელად მუშაობენ“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა.  



მსგავსი ინფორმაციები