ყირიმის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია

მან 200 მილიარდი დოლარით იზარალა

1431702
ყირიმის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია

ვარაუდობენ, რომ რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიის საფასური, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების მონიტორინგის ჯგუფისა და Blacksea News-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ნახევარკუნძულის ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება, 2014 წელს, რუსეთის მხრიდან ანექსიის გამო დაწესებული ემბარგოებისა და სანქციების გამო რთულ ვითარებაში ჩავარდა და დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია არ ჩაიდო. ასე რომ,  რუსეთში ფიქსირებული კაპიტალის ინვესტიციები 2013 წელს თუ 422.3 მილიარდს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ემბარგონების გამო 2015 წელს  227.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2018 წელს 283.6 მილიარდი შეადგინა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუარესდება



მსგავსი ინფორმაციები