თურქეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

ყველაზე მეტად სამომსახურეო და სერვისული  საქმიანობა გაიზარდა

1425548
თურქეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში  4.5 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TUIK), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტით გაიზარდა. ამავე მონაცემებით, , მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი სამომსახურეო და სერვისული  საქმიანობა 12.1 პროცენტით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო საქმიანობაა 10.7 პროცენტით, მრეწველობა 6.2 პროცენტით, სახელმწიფო ადმინისტრირება, განათლება, ადამიანის ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების საქმიანობა  4.6 პროცენტით, მომსახურება 3.4 პროცენტით, სოფლის მეურნეობა 3 პროცენტით, უძრავი ქონების საქმიანობა 2.4 პროცენტით, პროფესიული, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობა 1.9 პროცენტით, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა კი 1.6 პროცენტით გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები