გეორგიევა: "დიდი დეპრესიის შემდეგ ჩვენ ველით ყველაზე უარეს ეკონომიკურ შემცირებას“

გეორგიევა: "დიდი დეპრესიის შემდეგ ჩვენ ველით ყველაზე უარეს ეკონომიკურ შემცირებას“

1395094
გეორგიევა: "დიდი დეპრესიის შემდეგ ჩვენ ველით ყველაზე უარეს ეკონომიკურ შემცირებას“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო „დიდი დეპრესიის შემდეგ დღემდე ეკონომიკის ყველაზე ცუდ შემცირებას ელიდებიან.“

გეორგიევამ 2020 წლის გაზაფხულის შეკრებამდე წარმოთქვა სიტყვა თემაზე „კრიზისთან დაპირისპირება: პრიორიტეტები გლობალური ეკონომიკისთვის.“

გეორგიევამ აღნიშნა, რომ კოვიდ -19-ის ეპიდემიამ სოციალური და ეკონომიკური წესრიგი დაარღვია ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბებით და კრიზისის სიღრმისა და ხანგრძლივობის შესახებ დიდი გაურკვევლობა არსებობს.

„უკვე ნათელია, რომ გლობალური ზრდა მკვეთრად უარყოფითი იქნება 2020 წელს. დიდი დეპრესიის შემდეგ ჩვენ ველით ყველაზე უარეს ეკონომიკურ შემცირებას“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ მიმდინარე წელიწადში 170-ზე მეტი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა უარყოფითი იქნება და განვითარებადი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

დიდმა დეპრესიამ, რომელიც 1929 წელს დაიწყო და გაგრძელდა მთელი 1930-იანი წლების განმავლობაში, დამანგრეველი შედეგები მოიტანა მთელს მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ მისი ცენტრი ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა იყო.



მსგავსი ინფორმაციები