აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა

1346906
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა. სიაში 2 პიროვნება და 6 კომპანიაა შესული.

განცხადება აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე გაკეთდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიებიდან ოთხს კავშირი აქვს ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასთან.

აქვე აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს ირანის ნავთობქიმიური და ნედლი ნავთობის ინდუსტრიას.

განცხადების მიხედვით, ირანის ნედლი ნავთობის და ნავთობქიმიური სექტორი არის გლობალური ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყარო.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები