აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

1298655
აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამშენებლო სექტორსა და სამხედრო სფეროში გამოყენებად ზოგიერთი მნიშვნელოვანი მასალის ვაჭრობაზე ახალი სანქციები დააწესა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეირანის ხელისუფლების მიმართ სანქციების რეჟიმის გამკაცრება გაგრძელდება.

პომპეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნე ირანის რევოლუციური გვარდიის ხელთ არსებული ან მისი გავლენის ქვეშ მყოფი სამშენებლო სექტორია.

მაიკ პომპეომ ასევე დასძინა, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტის პროგრამაში გამოყენებული 4 მასალით ვაჭრობაც სანქციების ფარგლებში იქნა მოქცეული.  

აშშ-მა მანამდე ირანის ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ ირანის ცენტრალური ბანკი სანქციების სიაში შეიტანა. ვაშინგტონმა ამასთანავე ამ სიაში ირანის ლიდერი აიათოლა ალი ჰამანეი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი და ირანის რევოლუციური გვარდია შეიყანა.  


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები