„კუთხე-კუნჭული“ 23/2019

„კუთხე-კუნჭული“ 23/2019

1290606
„კუთხე-კუნჭული“ 23/2019

„კუთხე-კუნჭული“ 23/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

სავაჭრო ცენტრები კაპიტალისტური წყობის ყველაზე უფრო მკაფიო გამომხატველი არქიტექტურული და შინაარსობრივი დაწესებულებებია. ძველად, გასაყიდი საკვები პროდუქტი, თუ საყოფაცხოვრებო ნივთები ბაზარში იყიდებოდა, დღეს კი ბაზრობები სავაჭრო ცენტრებმა შეცვალა, რაც ურბანიზაციულ და დემოგრაფიულ ზრდასთან ერთად მასშტაბურად იკიდებს ქალაქურ ცხოვრებაში ფეხს.

ინდუსტრიულმა ზრდამ პატარა სავაჭრო ცენტრები, რაც, ძირითადად, საბაზრო ტერიტორიას გულისხმობდა, მხოლოდ რაიონებში „დატოვა“, ხოლო უკვე მარკად ქცეულმა პროდუქციამ კეთილმოწყობილ, ე.წ. მინი ქალაქებში, ანუ სავაჭრო ცენტრების ჭერის ქვეშ დაიდო ბინა.

არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი სავაჭრო ცენტრი სანკტ პეტერბურგში გაიხსნა ჯერ კიდევ 1785 წელს. მისი არქიტექტურული შინაარსი მთლიანად დღევანდელი ტრენდული მაღაზიების განლაგების პირველი ნიმუში იყო. სავაჭრო ცენტრების კიდევ უფრო ძველ მაგალითებს ვხვდებით პარიზში მე-17 საუკუნის “The Marché des Enfants Rouges”, ლონდონში “The Burlington Arcade”  და იტალიაში “The Galleria Vittorio Emanuele II”-ის  სახით.  

საქართველოში კი პირველი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც „უნივერმაღს“ უწოდებდნენ და საბჭოთა დროშიც ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ახ­ლან­დე­ლი "თი-ბი-სი" ბან­კის შე­ნო­ბაში იყო განთავსებული.  ის, 1910-იან წლებ­ში აგე­ბუ­ლი არტ-ნუვო სტი­ლის ერთ-ერთი შე­ნო­ბაა. უნივერმაღი, თა­ვის დრო­ზე კავ­კა­სი­ის ოფი­ცერ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თით აშენ­და. პრო­ექ­ტი ეკუთ­ვნის ლუ­ჩა­ნო დე ბლა­სა და ან­ჯე­ლო ან­დრე­ო­ლე­ტის.

თურქეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დედაქალაქი ანკარა დღეს, სავაჭრო ცენტრების მეგაპოლისია. თურქეთში დანარჩენ ქალაქებსა და რეგიონებს ისტორიული ღირებულების გამო სტუმრობენ, ანკარაში კი სავაჭრო ცენტრები იზიდავს მნახველს. აბსოლუტური თანამედროვე კომფორტით აღჭურვილი ეს სავაჭრო ცენტრები ადამიანებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი დღე იქ გაატარონ და ამით დაღლის ნაცვლად სიამოვნება შოპინგით, კვებით, ფილმის ყურებით მიიღონ.

თურქეთის პირველ „უნივერმაღს“ რაც შეეხება, ეს „გალერეა“ გახლდათ, რომელიც სტამბოლის ბაქირქოის უბანში, პრემიერ-მინისტრის თურგუთ ოზალის დაკვეთით 1988 წელს აშენდა. თანამედროვე ტრენდებითა და როგორც ჩვენში იტყვიან ე.წ. „იმპორტული“ საქონლით წარმოდგენილმა ამ ცენტრმა დღევანდელი თურქეთის  უზარმაზარ ინდუსტრიულ საქმიანობას გზა გაუხსნა.

დღევანდელი ურბანული არქიტექტურაც სწორედ სავაჭრო ცენტრების ადგილმდებარეობის მიხედვით იგეგმება. ახალი მშენებარე კორპუსები სავაჭრო ცენტრების ირგვლივ არის განლაგებული ან კიდევ საცხოვრებელი შენობების არეალში სავაჭრო ცენტრების მშენებლობას მოიაზრებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მომხმარებლობითი დამოკიდებულება გაიზარდა. ის მოიხმარს ყველაფერს, რასაც ინდუსტრია სთავაზობს. ეს ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა მას უარყოფითი გამოვლინებები აქვს, ადამიანი ქმნის ნაკლებს და მისი შემოქმედებითი პოტენციაც კლებულობს.

ამის გარდა, სავაჭრო ცენტრებმა, სადაც ყოფაცხოვრებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დიდი არეალია, თითქმის გააქრო ე.წ. ესნაფი, ანუ კუსტარული სახელოსნოები, ხელოსნის ძალა ქარხნებმა ჩაანაცვლა. ამიტომაც ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა ის ურთიერთობები, რაც უბნის სახელოსნოებში ამქრებსა (ხელოსანი) და მუშტარს (კლიენტი) შორის მყარდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები