ანტალიამ ახალი რეკორდი დაამყარა

9 თვეში დაახლოებით 13 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

1279853
ანტალიამ ახალი რეკორდი დაამყარა

 

ანტალიამ, რომელიც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელს მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, მიმდინარე წლის 9 თვეში დაახლოებით 13 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით მეტია, რადგან გასული წლის 9 თვეში ქალაქმა მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 10,8 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, ე.ი. წელს 2,1 მილიონით მეტი უცხოელი ტურისტი მიიღო. ამის პარალელურად, უცხოელი ტურისტების მომრავლებამ, საჰაერო მოძრაობის  ინტენსიურობაც გამოიწვია და მარტო  სექტემბერში, ანტალიის აეროპორტში 10 ათასი 827 თვითმფრინავი დაეშვა და  10 ათასი 842 თვითმფრინავი აფრინდა



მსგავსი ინფორმაციები