სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღის გაყიდვა დაამტკიცა

ახლა ეს კონტრაქტები კონგრესმაც უნდა დაამტკიცოს

1259757
სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღის გაყიდვა დაამტკიცა

 

აშშ-ის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა დაამტკიცა კონტრაქტები, რომლებიც იაპონია, დანია, ლიტვა, უნგრეთი და სამხრეთ კორეასათვის მთლიანობაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სამხედრო გაყიდვებს ითვალისწინებს. აქედან 3 მილიარდ 295 მილიონი დოლარის ღირებულების 73 ცალი სტანდარტული SM-3 რაკეტა თავის დამხმარე ელემენტებთან და გამშვებ აღჭურვილობა-მოწყობილობებთან ერთად იაპონიას მიეყიდება, უნგრეთისთვის გათვალისწინებულია 500 მილიონი დოლარის ღირებულების 180 ცალი AIM-120C ტიპის  საჰაერო რაკეტები, სამხრეთ კორეას მიეყიდება 72 მილიონი დოლარის ღირებულების 31 ცალი MK-54 ტიპის მსუბუქი ტორპედოები, დანიისთვის გამოყოფილია 200 მილიონი დოლარის 9 ცალი დაბალი სიხშირის სონარული სისტემა, ხოლო ლიტვა  170 მილიონი დოლარის 500 მსუბუქი ტაქტიკური სამხედრო სატრანსპორტო საშუალებას იყიდის. აშშ-ში სამხედრო გაყიდვების დამტკიცების მისაღებად, კონგრესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნატოს წევრ ქვეყნებს 15 დღის განმავლობაში, ხოლო ნატოს არაწევრ ქვეყნებს 30 დღის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები