თურქეთმა სამხედრო ხარჯები წინა წელთან შედარებით 24%-ით გაზარდა

თურქეთმა სამხედრო დანახარჯები წინა წელთან შედარებით 24%-ით გაზარდა და 19 მილიარდ დოლარს მიაღწია

1192103
თურქეთმა სამხედრო ხარჯები წინა წელთან შედარებით 24%-ით გაზარდა

ბოლო 10 წელიწადში თურქეთმა თავდაცვისათვის ბიუჯეტი 65%-ით გაზარდა, 2018 წელში კი თავდაცვისათვის ყველაზე მეტი ხარჯების გამწევ 15 ქვეყანას შორის გაზრდის მაჩვენებელის მიხედვით პირველი ადგილზე მოხვდა.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში „მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ტენდენცია 2018“ გამოქვეყნდა.

სამხედრო გლობალურმა ხარჯებმა 2018 წელში 1,8 ტრილიონ დოლარს მიაღწია, თავდაცვისათვის ყველაზე მეტი ბიუჯეტი აშშ-მა, ჩინეთმა, საუდის არაბეთმა, ინდოეთმა და საფრანგეთმა გამოყვეს.  

ანგარიშის მიხედვით, აშშ-მა, რომელმაც თავდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 4,6%-ით გაზარდა, გასულ წელში 649 მილიარდი დახარჯა.

ჩინეთმა აშშ-ის შემდეგ 250 მილიარდი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა.

ინდოეთის ხარჯები ამავე პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა.

ამის საპირისპიროდ საუდის არაბეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა 2018 წელში თავდაცვისათვის გამოყოფილი ხარჯები შეამცირეს. საუდის არაბეთმა სამხედრო ხარჯები 6,5%-ით, საფრანგეთმა 1,4%-ით, რუსეთმა კი 3,5%-ით შეამცირა.

თურქეთმა სამხედრო დანახარჯები წინა წელთან შედარებით 24%-ით გაზარდა და 19 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თურქეთი, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში თავდაცვისათვის ბიუჯეტი 65%-ით გაზარდა, 2018 წელში თავდაცვისათვის ყველაზე მეტი ხარჯების გამწევ 15 ქვეყანას შორის გაზრდის მაჩვენებელის მიხედვით პირველ ადგილზე მოხვდა.

 



მსგავსი ინფორმაციები