მარწყვის ექსპორტი დაიწყო

პირველი პარტია ერაყში გაიგზავნა

1169543
მარწყვის ექსპორტი დაიწყო

 

გეოგრაფიული მდებარეობისა და თბილი ჰავის პირობებიდან გამომდინარე, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მერსინის მახლობელი სილიფკეს რაიონი, მთელს თურქეთში სეზონის პირველი ხილის წარმოების ცენტრად ითვლება და წლის პირველი მარწყვიც სწორედ აქ მოჰყავთ. რეგიონიდან მიღებული ინფორმაციებით, სათბურებში მოყვანილი მარწყვის პირველი მოსავალი უკვე დაიკრიფა და ექსპორტში, კონკრეტულად კი ერაყში გაიგზავნა რა, მომავალი კვირიდან კი უკვე ღია სივრცის მარწყვიც დაიკრიფება და ევროპის ქვეყნებში გაიგზავნება. სილიფკეს რაიონში მარწყვის პლანტაციას 2 ათასი ჰექტარი ფართობი უკავია, აქ 10 ათასამდე კაცი მუშაობს და წელიწადში დაახლოებით 70-80 ათასი ტონა მარწყვი იწარმოება, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტში იგზავნება



მსგავსი ინფორმაციები