თსი-მა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა

თურქეთის ეკონომიკა 2018 წელში 2.6 პროცენტით გაიზარდა.

1160966
თსი-მა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა

2018 წელში თურქეთის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. 

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა, გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის  (მშპ) შედეგები გამოაცხადა და მისი მიხედით 2018 წელს, წინა წელთან შედარებით მშპ 19.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში 3 ტრილიონ 700 მილიარდ 989 მილიონი ლირა შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, მომსახურების სფეროს დამატებითი ღირებულება, რომელიც მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტირების, განსახლებისა და სურსათის სფეროებში მომსახურებას, გაიზარდა 5.6%-ით. 

ეკონომისტების საშუალო ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის  2.5 პროცენტი იყო.

სახაზინო და ფინანსთა მინისტრმა ბარატ ალბაირაკმა სოციალური მედიის ანგარიშით, Twitter-ით შეაფასა თურქეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი და აღნიშნა. "2019 წლის პირველი თვეების ეკონომიკური მონაცემებიც მიუთითებს, რომ ეკონომიკა სწრაფად გამოვიდა უძრაობიდა და ზომიერი აღდგენის ტენდენცია დაიწყო".

მანვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მათ შიდა და გარე ბალანსის უზრუნველყოფით დაიწყეს ამჟამად არსებული მაღალი დეფიციტისა და ინფლაციის შემცირებაც, ხოლო ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან 2019 წელში ქვეყნის ეკონომიკას, ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები იქნება



მსგავსი ინფორმაციები