თურქეთში ბინების მყიდველი უცხოელების რაოდენობა იზრდება

იანვარში უცხოელებმა თურქეთში 3168 ბინა შეიძინეს

1147580
თურქეთში ბინების მყიდველი უცხოელების რაოდენობა იზრდება

 

უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მიმდინარე წლის პირველ თვეში, რეკორდული რაოდენობის ბინა გაიყიდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TSI) მონაცემებით, იანვარში უცხოელებმა თურქეთში 3168 ბინა შეიძინეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82%-ით მეტია, რამეთუ, გასული წლის იანვარში 1742 ბინა იყო გაყიდული. უცხოელებს შორის ყველაზე მეტ ბინებს თურქეთში ერაყელები ყიდულობენ, რომლებმაც გასულ წელს მთლიანობაში 8205 ბინა შეისყიდეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში კი 605, როცა გასული წლის იანვარში ეს ციფრი მხოლოდ 272 იყო. იანვარში 305 ბინა იყიდეს ირანელებმა, 195 რუსებმა, 191 ავღანელებმა და 151 იორდანიელებმა  



მსგავსი ინფორმაციები