“ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტის მშენებლობა გრაფიკით მიდის
მისით წელიწადში 55 მილ. კ/მ რუსული გაზი გერმანიაში იქნება ტრასნპორტირებული
როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთისა და მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი კომპანიის, გაზპრომის პრეზიდენტმა ალექსეი მილლერმა, რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაში ტრანსპორტირების მიზნით დაგეგმილი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტის 20%-ის მშენებლობა ზღვაში დასრულებულია და საერთო ჯამში პროექტის მშენებლობა დაგეგმილ გრაფიკში მიმდინარეობს.
“ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტი დაახლოებით 10 მილიარდი ევრო ეღირება და მისით წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი, ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიაში იქნება ტრასნპორტირებული.
სხვათაშორის ამ პროექტის წინააღმდეგნი იყვნენ აშშ-ი, უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მშენებლობა გრძელდება.
ამ პროექტის განხორციელებაში გაზპრომის პარტნიორები არიან მსოფლიოს ისეთი გიგანტი ფირმები, როგორებიც არიან Shell-ი, OMV-ი, Engie, Uniper-ი და Wintershall-ი.
გაზპრომმა გასულ წელს ევროპაში 194.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა და მისი დაახლოებით 30%-ი უკრაინაზე გავლით მოხდა